ევროპარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულცი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს დონალდ ტრამპს უპასუხისმგებლო ადამიანად მიიჩნევს.
როგორც შულცმა გამოცემა Spiegel-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, დონალდ ტრამპი გახდება „პრობლემა მთელი მსოფლიოსთვის“.
„ტრამპი არის პრობლემა. არა მხოლოდ ევროკავშირისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის“, - განაცხადა შულცმა.