ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ახალი პროექტი, რომელიც "თიბისი ბანკს" უნდა განეხორციელებინა, ოთხმილიონ ნახევარი ჯდება და მას სჭირდება ჩემი თანადაფინანსებაში მონაწილეობა, რაზე საჯაროდ გიცხადებთ, რომ მივიღებ მონაწილეობას, - ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა რაჭაში, გადაცემაში “შეხვედრები რეგიონულ მედიასთან”, ერთ-ერთი მოსწავლის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
ბიძინა ივანიშვილს ჰკითხეს ონში არსებული მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ახალი პროექტის შესახებ, რომელიც “თიბისი” ბანკს უნდა განეხორციელებინა, თუმცა ამ დრომდე არ არის დასრულებული და მას სთხოვეს ამ პროექტის ლობირება.
ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, რომ იცნობს ამ პროექტს პირადად მამუკა ხაზარაძისგან და მან ხაზარაძეს დახმარებაც შესთავაზა ამ პროექტის განხორცილებაში.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, დაუკავშირდებაა ამ საკთხზე მამუკა ხაზარაძეს და კიდევ ერთხელ შესთავაზებს დახმარებას.
სარეკლამო ჭრის შემდეგ კი, ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, რომ უკვე შედგა ამ საკითხზე კომუნიკაცია.
"მარტო ვერ გავაკეთებო, ასე განაცხადა ხაზარაძემ. ჩვენ ერთად გავაკეთებთ.რამდენიც დაჭირდება, დავეხმარები და ერთად გავაკეთებთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი თქმით, მუზეუმის ახალი პროექტი გაზაფხულამდე განხორციელდება.
ამასთან, როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილმა სამგრელოში, ანალოგიური შეხვედრაზე განახცადა, რომ „ქართუ“ ზუგდიდის თეატრს გაარემონტებს.
"გპირდებით, რომ თეატრს 2018 წლისთვის გავარემონტებთ. როდესაც ზუგდიდში მოვდიოდი, გავარკვიე, რომ არც ერთი მომართვა არ იყო ზუგდიდან. საჯაროდ ვამბობ, როდესაც ვიყავი ბოტანიკურ ბაღში, დახმარება შევთავაზე და გვიან შემეხმიანენ, ასევე დადიანების სასახლეში როდესაც ვიყავი, დახმარება შევთავაზე და საჭიროდ არ ჩათვალეს. სამწუხაროდ, არ მოსულა არაფერი ჩემამდე ზუგდიდის თეატრიდან. საჯაროდ გეუბნებით, რომ 2018 წლამდე ჩვენ მოვახერხებთ და თეატრს გავარემონტებთ, „ქართუ“ ფონდი მყავს მხედველობაში და არა ხელისუფლება",- აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
ამასთან, როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილმა სამგრელოში, ანალოგიური შეხვედრაზე განახცადა, რომ „ქართუ" ზუგდიდის თეატრს გაარემონტებს.
"გპირდებით, რომ თეატრს 2018 წლისთვის გავარემონტებთ. როდესაც ზუგდიდში მოვდიოდი, გავარკვიე, რომ არც ერთი მომართვა არ იყო ზუგდიდან. საჯაროდ ვამბობ, როდესაც ვიყავი ბოტანიკურ ბაღში, დახმარება შევთავაზე და გვიან შემეხმიანენ, ასევე დადიანების სასახლეში როდესაც ვიყავი, დახმარება შევთავაზე და საჭიროდ არ ჩათვალეს. სამწუხაროდ, არ მოსულა არაფერი ჩემამდე ზუგდიდის თეატრიდან. საჯაროდ გეუბნებით, რომ 2018 წლამდე ჩვენ მოვახერხებთ და თეატრს გავარემონტებთ, „ქართუ" ფონდი მყავს მხედველობაში და არა ხელისუფლება",- აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.