პანიკის საქმეში მარიონეტების შემდეგ ჩაერთო თავად ბელადი ბიძინა, - ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყანაში დესტაბილიზაცია სურს.
მისივე განმარტებით, ხელისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა სხვა არაფერი აწუხებს.
„ეს გასაგებია. დავაკვირდეთ რა აწუხებს ბიძინას და მის რაზმს - უმუშევრობა? - არა, სიღარიბის ზრდა? - არა, კრიმინალის ზრდა? - არა. აწუხებთ მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა სათქმელი არ აქვს. ზუსტად ამიტომ და იმის გამო, რომ 4 წელია მავნებლობის გარდა არაფერი გაუკეთებია, 8 ოქტომბერს ხალხი მათ გადაირჩევს და მომავალმა მთავრობამ უნდა მივხედოთ საქმეს,“ - განაცხადა ბოკერიამ.