ზურაბ პატარაძე არმაზ ახვლედიანს - წავიდა ის დრო, როცა ზონდერჯგუფებით ებრძოდნენ ოპონენტებს

ზურაბ პატარაძე არმაზ ახვლედიანს - წავიდა ის დრო, როცა ზონდერჯგუფებით ებრძოდნენ ოპონენტებს

წავიდა ის დრო, როცა ზონდერჯგუფებით ებრძოდნენ ოპონენტებს, - ასე პასუხობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმის #69-ე ოლქის დამოუკიდებელ კანდიდატს არმაზ ახვლედიანს მხარდამჭერების გადაბირებებისა და შანტაჟის ბრალდებებზე. 
ზურაბ პატარაძის განცხადებით, არ იცნობს იმ პირებს, ვისაც არმაზ ახვლედიანი ასახელებს: 
"მითოლოგია კარგად ვიცი, თუმცა ეტყობა არც ისე კარგად. აბსოლუტურად მიუღებელია ეს განცხადებები, ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში და დემოკრატიული პრინციპებია უმთავრესი. გადაბირებებს ადგილი არ ჰქონია, საერთოდ არ ვიცნობ იმ პიროვნებებს და სამწუხაროა, რომ ბატონ არმაზს აქვს ეს მოსაზრებები, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს. საერთოდ არ ვიცნობ პირებს, რომლებსაც არმაზ ახვლედიანი ასახელებს", - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
არმაზ ახვლედიანის განცხადებით, მისი მხარდამჭერების შანტაჟსა და გადაბირებაში ზურაბ პატარაძე მონაწილეობს.