უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - უკრაინისთვის, საქართველოსა და კოსოვოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებაზე 11 ოქტომბერს იმსჯელებენ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - უკრაინისთვის, საქართველოსა და კოსოვოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებაზე 11 ოქტომბერს იმსჯელებენ

უკრაინისთვის, საქართველოსა და კოსოვოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე 11 ოქტომბერს, ევროკავშირის საბჭოში იმსჯელებენ. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ელენა ზერკალმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი ინფორმაციით, აღნიშნული საკითხის განხილვა ევროკავშირის იუსტიციისა და შიდა საქმეების მინისტრების შეხვედრაზე გაიმართება.
„ფაქტობრივად, უკრაინისთვის და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების ტექნიკურ მხარეზე შეკითხვები არ არსებობს. დაბრკოლებას წარმოადგენს საკითხი, თუ როგორ გადაწყვეტენ ერთმანეთში პარლამენტი და ევროკავშირის საბჭო, ვინ იქნება მთავარი უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხში, რადგან ახლა ამ საკითხზე მათ შორის დიდი დავა მიმდინარეობს“, - განაცხადა ელენა ზერკალმა.