ხვალ,  სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) საავიაციო უშიშროების რეგიონალური სემინარი გაიმართება

ხვალ, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) საავიაციო უშიშროების რეგიონალური სემინარი გაიმართება

14 სექტემბერს, 09:30 საათზე, თბილისში, სასტუმრო “ამბასადორში“ (შავთელის ქ. 13), სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) საავიაციო უშიშროების რეგიონალური სემინარი გაიმართება. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ  სამოქალაქო ავიაციის სააგენტო უმასპინძლებს.

სემინარი მიზნად ისახავს რეგიონის წევრი სახელმწიფოებისათვის საავიაციო უშიშროების კუთხით შემუშავებული  ICAO-ს ახალი სტანდარტებისა და რეკომენდირებული პრაქტიკის გაცნობას. სამდღიანი სწავლების ფარგლებში, საავიაციო ხელისუფლებებისა და ავიაინდუსტრიის წარმომადგენლები იმსჯელებენ სამოქალაქო ავიაციის წინაშე მდგარი თანამედროვე რისკების გამკლავებისა და პრევენციის გზებზე და  გაეცნობიან სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზომების გაუმჯობესების, რისკების შეფასების, მგზავრებზე ინფორმაციის წინასწარ მოპოვებისა (API) და არაპროგნოზირებადი შემოწმებების  სისტემების დანერგვის საკითხებზე.