მამულის, ენის და სარწმუნოების ერთობის მნიშვნელობა დღეს განსაკუთრებულად იგრძნობა

მამულის, ენის და სარწმუნოების ერთობის მნიშვნელობა დღეს განსაკუთრებულად იგრძნობა

დღეს, როგორც არასდროს, იგრძნობა მამულის, ენის და საწრმუნოების ერთობის მნიშვნელობა და ყველანი შევიგრძნობთ ამ ერთობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგურამოში განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ილია ჭავჭავაძის მკვლელობის და ილია მართლის დაბადების დღეა.

„დღეს სცადეს ილია მოკვლა, სცადეს საქართველოს მოკვლა, მაგრამ არაფერი არ გამოუვიდათ. ილიამ მოასწრო ყველაფრის თქმა, რაც უნდა ეთქვა ქართველი ერისთვის. დღეს, როგორც არასდროს იგრძნობა მამულის, ენის და საწრმუნოების ერთობის მნიშვნელობა და ყველანი ჩვენ შევიგრძნობთ ამ ერთობას.  ეს დღე აუცილებლად უნდა აღინიშნებოდეს საქართველოში და ყველამ უნდა გაიგოს თუ ვინ იყო ილია, რას ქადაგებდა ის. დღეს, როგორც არასდროს არის აქტუალური მისი მოძღვრება. მე გილოცავთ ილია  მართლის დაბადების დღეს. ილია ქადაგებდა განათლებას და მიხარია, რომ დღეს ჩაეყარა საფუძველი გრანდიოზული პროექტის მშენებლობას ქუთაისში. ეს არის რეგიონში უპრეცედენტო საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულება, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც არის 60 ათას სტუდენტზე გათვლილი და რომელიც გახდება საქართველოსთვის მომავლის განათლების კერა. მინდა მივულოცო ყველა ქართველს ეს უდიდესი დღე", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.