ვანო მაჭავარიანი არ აკონკრეტებს, მიიღო თუ არა უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე პრეზიდენტისგან შეთავაზება

ვანო მაჭავარიანი არ აკონკრეტებს, მიიღო თუ არა უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე პრეზიდენტისგან შეთავაზება

ვანო მაჭავარიანი არ აკონკრეტებს, მიიღო თუ არა უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე პრეზიდენტისგან შეთავაზება. "ეკა მიშველაძეს ექნება ბრიფინგი და ყველა თემაზე ისაუბრებს",- განუცხადა ვანო მაჭავარიანმა ჟურნალისტებს.

გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე ირინა იმერლიშვილის შემცვლელად უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, ვანო მაჭავარიანის კანდიდატურას განიხილავს.

არსებული ცნობით, ვინ დაიკავებს უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობას, შესაძლოა ხვალ, პრეზიდენტის პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის პრესკონფერენციაზე გახდეს ცნობილი.