დავით ბაქრაძეს ერთი საათის განმავლობაში ვთხოვდი, „ნაციონალური მოძრაობა“ დაეტოვებინა

დავით ბაქრაძეს ერთი საათის განმავლობაში ვთხოვდი, „ნაციონალური მოძრაობა“ დაეტოვებინა

დავით ბაქრაძეს ერთი საათის განმავლობაში ვთხოვდი „ნაციონალური მოძრაობა“ დაეტოვებინა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა იმერეთში GDS-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა.

„დავით ბაქრაძესთან ყველაზე მეტი მცდელობები მქონდა, რომ დაეტოვებინა „ნაციონალური მოძრაობა“. მეგონა, რომ უფრო მოწესრიგებული კაცი იყო, სტრასბურგში შევხვდი. მთელი საათი ვთხოვდი არა გრცხვენია, ადექი, წამოდი”, - განაცხადა ივანიშვილმა.