უფასო იურიდიული კონსულტაციის ოფისი თბილისის 3 რაიონულ გამგეობაში გაიხსნა

უფასო იურიდიული კონსულტაციის ოფისი თბილისის 3 რაიონულ გამგეობაში გაიხსნა

ქ.თბილისის მერიის ა(ა)იპ „იურიდიული კლინიკა - ჩემი ადვოკატი“-ს ოფისებს კიდევ სამი - სამგორის, კრწანისისა და გლდანის რაიონული გამგეობის ოფისები შეემატა.

მოქალაქეებს, უფასო, იურიდიული კონსულტაციით სარგებლობა ათივე რაიონულ გამგეობაში, ორშაბათიდან პრასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00 საათამდე შეეძლებათ.  „ჩემი ადვოკატი“-ს იურისტები მოქალაქეებს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართალში უფასო კონსულტაციებს უსასყიდლოდ გაუწევენ.  რაიონული გამგეობების ოფისებში  ტრენერ-ადვოკატები მოქალაქეებს სასამართლო დოკუმენტაციის შედგენაში დაეხმარებიან.

„იურიდიული კლინიკა - ჩემი ადვოკატი“-ს პროექტით მოსარგებლე მოსახლეობას საშუალება აქვს კვალიფიციური ადვოკატის მომსახურეობა უსასყიდლოდ მიიღოს. “ჩემი ადვოკატი“ ამიერიდან ყველა რაიონულ გამგეობაში იფუნქციონირებს და მოსახლეობას საშუალებას მისცემს კომფორტულად, საცხოვრებელ სახლთან ახლოს, საკუთარი უფლებების დაცვასთან დაკავშირებული სამართლებრივი კონსულტაციები კვალიფიცური ადვოკატებისაგან მიიღონ, რაც  ჩვენ მოსახლეობას არასწორი სამართლებრივი ქმედებებისაგან დაიცავს,“- განაცხადა „იურიდიული კლინიკა - ჩემი ადვოკატი“-ს  ხელმძღვანელმა მარინა ბერაძემ.

„იურიდიული კლინიკა - ჩემი ადვოკატი“ ადამიანების უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ უფასო სამართლებრივ საქმიანობას ახორცილებს, რომლის მთავარ მიზანს, სამოქალაქო-ადმინისტრაციულ და სამეწარმეო-საგადასახადო საკითხებში სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა და მოქალაქეთა ინტერესების დაცვა სასამართლო, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოებში წარმოადგენს.