რომის პაპი ფრანცისკე საქართველოს 30 სექტემბერს ეწვევა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ვიზიტის ორგანიზატორებმა აცნობეს, რომის პაპი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდება.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში რომის პაპი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს მოინახულებს და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლიტურგიას აღავლენს.
პაპი ფრანცისკე, თბილისიდან 2 ოქტომბერს აზერბაიჯანში გაემგზავრება.