რუსეთში დიდი ხანია, გავყიდე ყველაფერი, რაც შეეხება ბიზნესს საქართველოში, ბიზნესი არ მაქვს, მაგრამ ჩემს ფულს მთლიანად საქართველოს ვახმარ,- ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა GDS-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო 20 წლის განმავლობაში დახარჯული თანხიდან, მხოლოდ 1-2 პროცენტი მოახმარა საკუთარ ოჯახს.
„ბიზნესი საქართველოში არ მაქვს. ჩემს ფულს მთლიანად საქართველოს ვახმარ. ეს მითქვამს რამდენჯერმე, მაგრამ ჟურნალისტები ყურადღებას არ აქცევენ არასოდეს. ჩემი ხარჯების 98-99 %, რასაც ვხარჯავ ამ ბოლო 20 წლის განმავლობაში, იქიდან მხოლოდ 1- 2 პროცენტი თუ მიდის ჩემს საკუთარ ოჯახსა და ჩემს საკუთარ მოხმარებაზე, დანარჩენი მიდის საერთო მოხმარებაში. სულ მცირე 90 პროცენტს ჩემი ქონების ისევ ჩემს ქვეყანას მოვახმარ. სამწუხაროდ , ბიზნესის სახით ეს ვერ მოვახერხე, მაგრამ ახლა უნივერსიტეტი და სამეცნიერო ცენტრი, რაც თბილისში დაფუძნდა, მილიარდ ევროზე მეტი დაჯდება და ასე შემდედ”,- აღნიშნა ივანიშვილმა.