ბიძინა ივანიშვილი აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრების მომხრეა

ბიძინა ივანიშვილი აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრების მომხრეა

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით კანონმდებლობის, განსაკუთრებით არასრულწლოვნებთან მიმართებაში გამკაცრების მომხრეა. როგორც ქუთაისში, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, სიამოვნებით აკრძალავდა აზარტულ თამაშებს, თუმცა ეს ბიზნესია  და ტურიზმს ხელს უწყობს.

“მე სიამოვნებით ავკრძალავდი, მაგრამ ეკონომიკაა და მკვეთრი დამოკიდებულება თურმე არ შეიძლება. განსაკუთრებით აჭარაში, ბათუმში ამას სერიოზული ადგილი უჭირავს როგორც ბიზნესს და ქვეყნის განვითარებაში  თავისი როლი აქვს. სასტიკად უნდა გამკაცრდეს იქ არასრულწლოვნების მისვლა. იქნებ ისიც კი მოვახერხოთ, რომ ადგილობრივები არ შევუშვათ კაზინოებში, თუმცა ეს კანონმდებლობასთან შეუთავსებლობაში მოვა. ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოდის. ტურისტების დინებასაც უწყობს ხელს კაზინოების არსებობა, მაგრამ თუ რამე კანონმდებლობას მოვიფიქრებთ და გავამკაცრებთ, კარგი იქნება. უამრავი ოჯახი გაუბედურდა. მე მახსოვს ერდოღანთან შეხვედრა რომ მქონდა, მთხოვა, იქნებ დახუროო კაზინოები. იქედან ჩამოსულებიც უბედურდებიან, მაგრამ რა ვქნათ, ტურიზმს ხელს უწყობს ეს, ბიზნესის სახეა. უნდა გავამკაცროთ კანონმდებლობა, თუმცა ბიზნესზე უარს ნუ ვიტყვით“,-განაცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომელმაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს წინასაარჩევნო დაპირება აზარტული თამაშების შეზღუდვასტან დაკავშირებით შეახსენა.