2030 წელი ტყუილად არ ავირჩიე, თუ გავაგრძელებთ რეფორმებს, ვიცხოვრებთ ღირსეულად საკუთარ ქვეყანაში

2030 წელი ტყუილად არ ავირჩიე, თუ გავაგრძელებთ რეფორმებს, ვიცხოვრებთ ღირსეულად საკუთარ ქვეყანაში

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი განვლილი ოთხი წლის ყველაზე მთავარ მიღწევად ინსტიტუციონალიზაციას მიიჩნევს. მისი თქმით, მანამდე ერთი კაცი მართავდა ქვეყანას, ახლა კი საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო უწყებები დაყოფილია, თუმცა ამასაც გაღრმავება სჭირდება.

„ხალხს წართმეული უფლებები დაუბრუნდა და ხალხის უფლებებზე უნდა იყოს მორგებული ქვეყანა. სახელმწფო ფასდება იმით, რამდენად თავისუფალია ადამიანი და რამდენად დაცულია მისი უფლებები დღეს. ილიას მკვლელობიდან 109-ე წლისთავია და მოგეხსენებათ, ილიაც ამაზე ძალიან ბევრს წერდა და იბრძოდა, რომ სახელმწიფო ხალხს უნდა ემსახურებოდეს, ხალხის სამსახურში უნდა იყოს და არა პირიქით.  ერთი კაცის სამსახურში იყო მთელი სახელმწიფო, ამ ერთ კაცს ემსახურებოდა ყველა, ამ ერთ პატარა ჯგუფს, რომელიც დღესაც ბობოქრობს და ოცნებობს დაბრუნებაზე. დღეს გყავთ ხელისუფლება, რომელიც ხალხის სამსახურშია. რეფორმები უნდა გაგრძელდეს, დემოკრატიული ინსტიტუტები უნდა გამყარდეს. დღეს ძალიან მოწყვლადია ინსტიტუტები. კიდევ სჭირდება რამდენიმე წელიწადი, რამდენიმე ოთხწლეულიც კი. 2030 წელი ტყუილად არ ავირჩიე, თუ გავაგრძელებთ რეფორმებს, ჩვენ გვექნება მყარი, დემოკრატიული ინსტიტუტები, გვექნება ევროპული ტიპის ეკონომიკა და ვიცხოვრებთ ევროპელების მსგავსად, ღირსეულად საკუთარ ქვეყანაში.