ბიძინა ივანიშვილი:  დღეს პოლიცია ხალხის სამსახურშია

ბიძინა ივანიშვილი: დღეს პოლიცია ხალხის სამსახურშია

პოლიციაში დიამეტრული ცვლილებები მოხდა და დღეს პოლიცია ხალხის სამსახურშია, -  ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ სამტრედიაში მომხდარ თვითმკვლელობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხა.

ბიძინა ივანიშვილმა დემურ სტურუას ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გაგრძელდება.

„არ შეიძლება პოლიციელი ჭორებისა და პირველი კითხვისას დააპატიმრონ, საუბედუროდ სანამ თანმიმდევრულად მიმდინარეობდა პროცედურა, დამნაშავემ მოასწრო მიმალვა. გარწმუნებთ, რომ ძიება გაგრძელდება და დამნაშავე შესატყვის პასუხს მიიღებს. პოლიციის ზოგადი დამოკიდებულება თუ გაშფოთებთ, გეტყვით, რომ რეფორმები უნდა გაგრძელდეს. ამ მხრივ მედიის თვალთვალი უნდა გაღრმავდეს. შეიძლება ითქვას, რომ ოთხი წლის წინ დიამეტრალური ცვლილებები მოხდა და დღეს პოლიცია ხალხის სამსახურშია. პოლიციელებსაც მადლობა უნდა გადავუხადოთ. გადაცდომებს ნუ გავავრცელებთ ისე, რომ მთლიანად პოლიცია დავთრგუნოთ. გეტვით, რომ მინისტრიც, მთავრობაც, ყველა მოწოდებულია, რათა პოლიცია იყოს, ხალხის სამსახურში. შიგნით ეს კარგად ჩანს, მაგრამ მე მაინც მოგაწოდებდით კვლევებს თუ ეჭვი გაქვთ, რომ პოლიციის მხრივ სიტუაცია ხომ არ გაუარესდა - საქართველო „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს შედიოდა 70 ყველაზე მაფიოზური სახელმწიფოების რიცხვში, ამ კვლევას აკეთებს მსოფლიო ბანკი და დღეს საქართველო არის მე-17 ადგილზე ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების რიცხვში”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, საერთაშორისო რეიტინგებში დღეს საქართველოს აქვს ძალიან საამაყო ადგილი.

„20 ყველაზე დაცულ სახელმწიფოს შორის საქართველო მეჩვიდემეტე ადგილზეა, უსწრებს ძალიან ბევრ წარმატებულ ქვეყანას”, - აღნიშნა ივანიშვილმა.