დავინტერესდები, რამდენად შეუძლია “ქართუს

დავინტერესდები, რამდენად შეუძლია “ქართუს" დააფინანსოს დადიანის სასახლის აღდგენა

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, დადიანის სასახლის აღდგენით დაინტერესდება.

დავინტერესდები “ქართუ ფონდს“ რამდენად შეუძლია დააფინანსოს დადიანის სასახლის აღდგენა,-ამის შესხახებ ქუთაისში ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, შეეცდება მისი აღდგენა მოხერხდეს.

“აქტიურად ვთანამშრომლობ კულტურის სამინისტროსთან და ბევრ პროექტს კულტურის სამინისტროს “ქართუ ფონდი“ უფინანსებს. ამ საკითხითაც დავინტერესდები და მოვიკითხავ, რამდენად არის ამის რესურსი“,-განაცხადა ივანიშვილმა.