თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს. არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც თურქეთის ხელისუფლებამ ქურთებით დასახლებული 28 ქალაქის მერი თანამდებობიდან მოხსნა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ანკარამ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მიიღო, რომლის ივლისის შუარიცხვებში მომხდარი გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაწესდა.

თანამდებობიდან მოხსნილი მერების ნაცვლად ანკარამ მთავრობის ნდობით აღჭურვილი პირები დანიშნა.

ადგილობრივი მედიასაშუალებების ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად თურქეთის ქალაქ სურუჩში საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაარბიეს.

თურქეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ თანამდებობიდან მოხსნილ მერებს აშშ-ში მცხოვრები მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის მოძრაობასთან ჰქონდათ კავშირი.

ანკარაში აცხადებენ, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობა სწორედ გიულენის ორგანიზებული იყო, რასაც ეს უკანასკნელი კატეგორიულად უარყოფს.