თუ ვირტუალური მოსამართლეები არსებობენ და მათზეა ზეწოლა, მაშინ გვითხრას ბატონმა პაპუაშვილმა

თუ ვირტუალური მოსამართლეები არსებობენ და მათზეა ზეწოლა, მაშინ გვითხრას ბატონმა პაპუაშვილმა

თუ ვირტუალური მოსამართლეები არსებობენ და მათზეა ზეწოლა, მაშინ გვითხრას ბატონმა პაპუაშვილმა, - ამის შესახებ პარტია ”ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა კახა კალაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კალაძე მიიჩნევს, რომ ფაქტების გარეშე აბსურდულია რაიმეზე საუბარი.

”არავითარი ზეწოლა, ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები თვითონ მოსამართლეების მხრიდან, რომ არ არის არანაირი ზეწოლა, თუ ვირტუალური მოსამართლეები არსებობენ და იმათზეა ზეწოლა, მაშინ გვითხრას ბატონმა პაპუაშვილმა, გამოვიდეს”, - განაცხადა კახა კალაძემ.

ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჰერდის თორგეირსდოტირიმ 10 სექტემბერს ბათუმში განცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო განიცდის ზეწოლას, როგორც სასამართლოს შიგნიდან, ასევე გარე ძალებისგან. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია მოსამართლეები იყვნენ დამოუკიდებლები და არ ექვემდებარებოდნენ პოლიტიკოსების მხრიდან ზეწოლას.

"ვენეციის კომისიის ერთსულოვანი პოზიციაა, რომ მოსამართლეები ზოგადად უნდა იყვნენ დამოუკიდებლები თავიანთ საქმიანობაში, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლო არის უმაღლესი სასამართლო ინსტიტუტი ქვეყანაში და არის გარანტორი ადამიანის უფლებების და კონსტიტუციის დაცვის ქვეყნისთვის და მოქალაქეებისთვის. ამიტომ, ვთვლით, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია მოსამართლეები იყვნენ დამოუკიდებლები და არ ექვემდებარებოდნენ პოლიტიკოსების მხრიდან ზეწოლას. მათ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა განხორციელონ მართლმსაჯულება ზეწოლის გარეშე“, - აღნიშნა ჰერდის თორგეირსდოტირიმ.