საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა შემადგენლობამ უნდა დაანახოს ყველას, რომ არის დამოუკიდებელი და არ ექვემდებარე არც ერთი პოლიტიკური ჯგუფს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, გია ვოლსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოს ორი ახალი მოსამართლის დანიშვნის კომენტირებისას განაცხადა.
როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედმა თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა მიაღწია, რომ პოლიტიკური სარჩული დაუდო ყველაფერს, თუმცა ახალო მოსამართლეების პირობებეში ეს შეიცვლება.
„ახლა არაჯანსაღი სიტუაციაა შექმნილი, ბოლოს და ბოლოს მიაღწია პაპუაშვილმა მიზანს, გააპოლიტიკურა ყველაფერი, დროში გაჭიანურებული, თუ ჩვეულებრივი საქმეები. მე ვფიქრობ, რომ ახალმა საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაანახოს თავის თავი ყველას, როგორც დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს. ჩვენ ველოდებით, რომ ღირსეული ხალხი შეუდგება აქ მუშაობას და საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობა სამაგალითო იქნება იმ კანონის მიხედვით, რომელიც არა თუ ვენეციის კომისიის, ყველა საერთაშორისო დონეზე პოზიტიურად შეფასდა“,-აღნიშნა გია ვოლსკიმ.