ლიბია ქალაქ სურთზე კონტროლს იბრუნებს

ლიბია ქალაქ სურთზე კონტროლს იბრუნებს

ლიბიის არმია ქალაქ სურთს „ისლამური სახელმწიფოსგან“ საბოლოოდ გაათავისუფლებს, - ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 
მათივე ცნობით, საომარი მოქმედებების ფარგლებში, გუშინ 34 ლიბიელი ჯარისკაცი დაიღუპა, 180 კი დაშავდა. 
არმიას აშშ-ს საჰაერო ძალებიც ეხმარებიან. ავიადარტყმების შედეგად ტერორისტული დაჯგუფების მებრძოლებმა უკან დაიხიეს და სურთის ცენტრალურ ნაწილში მიიმალნენ. სპეც-პერაციაში ლიბიის არმია ჯავშანტექნიკას იყენებს. 
ოფიციალური ინფორმაციით, სამთვიანი კამპანიის შემდეგ, „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლის ქვეშ, სურთის მხოლოდ რამდენიმე ტერიტორია დარჩა.