აშშ-ის კალიფორნიის შტატში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქება მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. როგორც „ბიბისი“ იტყობინება, აფეთქდა კომპანია Tesoro-ს კუთვნილი ნავთობპროდუქტების რეზერვუარი.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ მცხოვრებლებს შენობებში დარჩენისკენ მოუწოდა. კომპანია Tesoro-ში აფეთქების გამომწვევ მიზეზს ჯერჯერობით ვერ ასახელებენ.