თურქეთმა აშშ-სგან ფეთჰულა გიულენის ექსტრადირება ოფიციალურად მოითხოვა. თურქული პრესის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარკ ტონერმა განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკული მხარე გადაწყვეტილებას იმ დოკუმენტების გაანალიზების შემდეგ მიიღებს, რომელიც ბოლო პერიოდში გადაეცა.
ტონერის განაცხადებით, თურქეთის მოთხოვნა გიულენის ექსტრადირების შესახებ არ უკავშირდება მის შესაძლო კავშირს თურქეთში მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან.
თურქეთის ხელისუფლების მტკიცებით, გასულ თვეს მომხდარი მოვლენების ორგანიზატორი სწორედ აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებელი ფეთჰულა გიულენია.