სირიის ტერიტორიაზე თურქეთის სპეცდანიშნულების ძალები შევიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
რამდენიმე საათის წინ თურქეთმა სირიის ჩრდილოეთში მდებარე სასაზღვრო ქალაქ ჯარაბლუსის ისლამისტებისგან გათავისუფლების ოპერაცია დაიწყო.
თურქულმა ავიაციამ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე ავიადარტყმები მიიტანა.