იტალიის პრემიერი - ზურგი უნდა ვაქციოთ იმ პოპულისტებს, რომლებიც ყველა პრობლემას ბრიუსელს აბრალებენ

იტალიის პრემიერი - ზურგი უნდა ვაქციოთ იმ პოპულისტებს, რომლებიც ყველა პრობლემას ბრიუსელს აბრალებენ

საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერებმა ბრექსიტის შემდგომი თანამშრომლობა განიხილეს. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და იტალიის პრემიერ-მინისტრი მატეო რენზი ერთმანეთს იტალიის ერთ-ერთ კუნძულზე, გაშლილ ზღვაში, ავიამზიდზე შეხვდნენ. 
როგორც ევროზონის უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ლიდერებმა აღნიშნეს, მათ ზურგი უნდა აქციონ იმ პოპულისტებს, რომლებიც ყველა არსებულ პრობლემას ბრიუსელს აბრალებენ. ისინი შეთანხმდნენ ურთიერთთანამშრომლობაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეკონომიკა, მიგრაცია, დაზვერვა და უსაფრთხოება. 
ლიდერებმა ასევე აღნიშნეს, რომ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიექცეს ახალგაზრდობასა და მათ დასაქმებას.