მოშიმშილე ნატა ფერაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს

მოშიმშილე ნატა ფერაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს

თბილისის მერიასთან მოშიმშილე ნატა ფერაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" აქციის მონაწილეებმა განუცხადეს, ფერაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეს გართულდა. მას ამჟამად გამოკვლევები უტარდება. მათივე განცხადებით, აქციის მონაწილეების გადაწყვეტილებით ნატა ფერაძე წყვეტს შიმშილობას და მის მაგივრად პროტესტის ამ ფორმას ,,პარტიზანი მებაღეების'' მხარდამჭერი ელენე მალაშევსკი-ჯაყელი მიმართავს.