კახა კალაძემ ამომრჩეველს 4 წლის განმავლობაში განხორციელებულ რეფორმებზე მიაწოდა ინფორმაცია.

კახა კალაძემ ამომრჩეველს 4 წლის განმავლობაში განხორციელებულ რეფორმებზე მიაწოდა ინფორმაცია.

როგორც ბორჯომის მოსახლეობასთან სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ ყველას დაუმტკიცა და აჩვენა, რომ თურმე შესაძლებელი ყოფილა ქვეყნის მართვა ძალადობის, ადამიანების ჩაგვრის, ოჯახების გაუბედურების გარეშე.

 „ ჩვენ ერთად ძალიან მძიმე პერიოდი გამოვიარეთ. თითოეულმა ჩვენთაგანმა ძალიან კარგად ვიცით, თუ რას ნიშნავს ბრძოლა. ჩვენ ნამდვილად ამაყები ვართ დღეს, რომ წარსულს ჩავაბარეთ ძალადობრივი რეჟიმი.  გაძლევთ პირობას, რომ საქართველოში ვერასდროს   და არასდროს  დაბრუნდებიან ისეთი მთავრობები და ხელისუფლებები, რომლებიც იძალადებენ თავიანთ მოქალაქეებზე, თავიანთი ქვეყნის მოსახლეობაზე“,-აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

კახა კალაძემ ამომრჩეველს 4 წლის განმავლობაში განხორციელებულ რეფორმებზე მიაწოდა ინფორმაცია.

„ჩვენ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ თქვენთან ერთად ამ 4 წლის განმავლობაში. თუმცა, როგორც ბატონმა პრემიერმა ბრძანა, ჩვენ არ ვართ თვითკმაყოფილები. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ყველა ის პრობლემა რომელიც აწუხებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და ზუსტად პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, ჩვენი ლიდერის ხელმძღვანელობით, გახლავთ ის ერთადერთი რეალური ძალა, ვისაც აქვს შესაძლებლობები მოაგვაროს ის პრობლემები, რომლებიც აწუხებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. ჩვენ ამას აუცილებლად მოვახერხებთ და აუცილებლად შევძლებთ ერთად. ჩვენი მთავარი მონაპოვარი -ეს არის თავისუფლება. ნამდვილად საამაყოა ის, რომ დღეს საქართველოში ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის უფლებები არის თანაბრად დაცული, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა, მიუხედავად მათი განსხვავებული აზრისა. დღეს ჩვენთვის მთავარი არის ქვეყნის სწრაფი განვითარება, რომ ქვეყანა ეკონომიკურად წინ წავიდეს, ეკონომიკურად განვითარდეს. ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია პროფესიონალებით, რომელსაც ყავს ძალიან ძლიერი, გაწონასწორებული, საქმეზე ორიენტირებული ლიდერი გიორგი კვირიკაშვილის სახით და ჩვენ ამ გუნდთან ერთად, თქვენთან ერთად აუცილებლად 8 ოქტომბერს ვიზეიმებთ იმ დიდ გამარჯვებას, რასაც პარტია „ქართული ოცნების“ წარმატება ჰქვია, და ეს არ იფიქროთ, რომ იქნება მხოლოდ ჩვენი მხარდამჭერების, მხოლოდ ჩვენი თანამოაზრეების გამარჯვება. ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება, რადგან ჩვენი გამარჯვება პირდაპირ კავშირშია საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობასთან. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ და მინდა გაგამხნევოთ, დაგარწმუნოთ იმაში, რომ ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“,-განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა.