ხვალ, გაიხსნება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე “მთავრობის როლი ეკონომიკური ზრდის მიღწევაში.”

ხვალ, გაიხსნება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე “მთავრობის როლი ეკონომიკური ზრდის მიღწევაში.”

გაცნობებთ, რომ ხვალ, 23 აგვისტოს, 10.00  საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიხსნება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე “მთავრობის როლი ეკონომიკური ზრდის მიღწევაში.”

ღონისძიებას გახსნის და მონაწილეების წინაშე მოხსენებით წარსდგება საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.

კონფერენციაზე მთავარ მომხსენებლად მოწვეულია ტალინის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი და ნორვეგიის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის წამყვანი მკვლევარი ერიკ რეინერტი.

კონფერენციაზე ასევე მოხსენებით გამოვლენ  ნორვეგიის სამეფოს ელჩი საქართველოში ვეგარდ სტენსრუდი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე  გია ჟორჟოლიანი, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი  დავით ჟიქია,  საქართველოს ინდუსტრიული პოლიტიკის ჯგუფის ექსპერტები და სხვა ქართველი მომხსენებლები საქართველოს პარლამენტიდან, მთავრობიდან და აკადემიური წრეებიდან.

ღონისძიება „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებთან თანამშრომლობით იმართება.