ეკონომიკის ექსპერტი მიხეილ დუნდუა პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდ "იავნანას" შესახებ შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
დუნდუას თქმით, იავნანას ფინანსური ანგარიშის გაცნობა მას შემდეგ განიზრახა, რაც პაატა ბურჭულაძემ ერთ-ერთ ჟურნალისტზე იერიში მიიტანა და ბურჭულაძის და მისი ფონდის წინააღმდეგ შავი პიარის აგორებაში დაადანაშაულა.
"დამაინტერესა რა ერჩოდა ჟურნალისტი ბურჭულაძეს, ან ბურჭულაძე ჟურნალისტიკას. შევედი იავნანას ოფიციალურ ვებ-გვერდზე iavnana.ge . საიტზე დამხვდა დიდი ლოგო ფრთოსანი სათამაშო ცხენით და წარწერით "უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფონდი იავნანა". ლოგოს ქვემოთ წავიკითხე ფრაზა - "ერთად გადავარჩინოთ მომავალი", კიდევ ქვემოთ - მითითება: გადმოწერე 2011-2015 წლების ფინანსური ანგარიში. გადმოვწერე. ნეტა არ გადმომეწერა. ის რაც ანგარიშში წერია, ეს არის გამოცხადებული ფარისევლობის ქრონიკა და უუდიდესი სირცხვილი. უცებ გამახსენდა ბურჭულაძის მუდმივი ფრაზა მისი საქველმოქმედო ღონისძიებებიდან: "თქვენს მიერ შეძენილი ყოველი ბილეთიდან შემოსავალი მთლიანად მოხმარდება ქველმოქმედებას"
მაშ ასე, ერთად ვნახოთ იავნანამ რა ჰქმნა, ანუ აშკარა დაუჯერებელი. იცოდით თუ არა, რომ: 1. ფონდმა 2011-2015 წლებში სულ მიიღო 9.5 მილიონი ლარის შემოსავალი და ქველმოქმედებაზე დახარჯა მხოლოდ 3.26 მლნ ლარი. 2. იავნანას ადმინისტრაციული და საორგანიზაციო ხარჯები(6.57 მლნ) 102%-ით აღემატება მის საქველმოქმედო ხარჯებს(3.26 მლნ) 3. "იავნანას" შემოსავლები საქველმოქმედო ღონისძიებებიდან და სხვა შემოწირულობები, (მთლიანობაში 7.41 მლნ ლარი), 127%-ით აღემატება ფონდის საქველმოქმედო ხარჯებს(3.26 მლნ) 4. "იავნანას" დეკლარაციის მიხედვით, მარტო ადმინისტრაციის ხელფასები (1.75 მლნ) 40%-ით აჭარბებს შემოსავლებს საქველმოქმედო ღონისძიებებიდან (1.26 მლნ ლარი). 5. "იავნანას" დეკლარაციის მიხედვით, "ქველმოქმედების ორგანიზების ხარჯები" (3. 5 მლნ) 178%-ით აჭარბებს შემოსავლებს საქველმოქმედო ღონისძიებებიდან (1.26 მლნ ლარი). 6. "იავნანას" ადმინისტრაციის ხარჯები (3. 07 მლნ) 144%-ით აჭარბებს შემოსავლებს საქველმოქმედო ღონისძიებებიდან (1.26 მლნ ლარი) და დღეს ჩვენ ბურჭულაძე გვეუბნება, რომ თუ ხელისუფლებაში მოვა , ბიუროკრატიას შეამცირებს და გააეფექტურებს ?!P.S. ან დამიჯერეთ, ან შედით ვებ-გვერდზე iavnana.ge, მიყევით ისტრუქციას, გადმოწერეთ ფაილი და წაიკითხეთ",-წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი.