სუს-ი - დაკავებისას ბექაურმა გაქცევა სცადა, რომლის დროსაც მან დაზიანებები მიიღო

სუს-ი - დაკავებისას ბექაურმა გაქცევა სცადა, რომლის დროსაც მან დაზიანებები მიიღო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ტერაქტის საქმეზე დაკავებული ბექა ბექაური დაკავებისას ან აღიარებითი ჩვენების მიღებისას სცემეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სუს-ის პრესსამსახურში განუცხადეს, დაკავებისას ბექაურმა გაქცევა სცადა, რომლის დროსაც მან დაზიანებები მიიღო. „დაკითხვის დროს ცემის ფაქტს ადგილი არ ჰქონია“, - განმარტეს უწყებაში.
ტერაქტის საქმეზე დაკავებული ბექა ბექაურის დეიდის მტკიცებით, მისი დის შვილი სასტიკად ნაცემი საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც მან სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, ბექაურის ცემა დაკავებისას ან აღიარებითი ჩვენების მიღებისას მოხდა.