მარტვილის საარჩევნო კომისიაში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

მარტვილის საარჩევნო კომისიაში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

#65-ე მარტვილის საოლქო-საარჩევნო კომისიაში კომისიის ერთ-ერთი მუდმივმოქმედი წევრი, ოლგა ჩურკანოვა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მარტვილი-აბაშის მაჟორიტარობის კანდიდატის, ზაალ გოროზიას მეუღლეა, კომისიის წევრებს ფიზიკურად დაუპირისპირდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომისიის თავმჯდომარემ გრიგოლ ბართაიამ განუმარტა, კომისიაში ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობდა, როდესაც ჩურკანოვა ოფისში ნასვამი მივიდა.

„ვმუშაობდით აბაშის საარჩევნო სიებსა და უბნებთან დაკავშირებით. შემოვიდა ჩვენი ერთ-ერთი წევრი ელგა ცანავა, რომელმაც მაგიდაზე დადო სამუშაო სია. ამ დროს შემოვიდა ოლგა ჩურკანოვა, რომელსაც რატომღაც ეგონა, რომ ცანავას ჰქონდა პარტიიდან მიცემული სია და მისი გადაცემა მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. შემდეგ ჩურკანოვამ ეს სია ხელიდან გამოგლიჯა, მათ შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, რაც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ყველა დაგვკითხეს მარტვილის პოლიციაში“, - განაცხადა ბართაიამ.

მისივე ინფორმაციით, ცესკოს შიდა აუდიტი შესაბამის მოკვლევას განახორციელებს, რის შემდეგაც ცენტრალური საარჩევნო კომისია შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.