ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი - ევროკავშირს ერთიანი ევროპული არმია სჭირდება

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი - ევროკავშირს ერთიანი ევროპული არმია სჭირდება

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის ბოჰუსლავ სობოტკას განცხადებით, გრძელვადიან პერსპექტივაში ევროკავშირს ერთიანი ევროპული არმია სჭირდება. 
მისი თქმით, გერმანიასა და საფრანგეთში მომხდარი თავდასხმების შემდეგ ნათელი გახდა, რომ ევროპა სხვადასხვა სახის საფრთხეებისთვის უნდა იყოს მზად.
როგორც სლობოტკამ აღნიშნა, მიგრაციულმა კრიზისმა ასევე დაადასტურა, რომ საჭიროა ევროკავშირის გარე საზღვრების დაცვა.
„დარწმუნებვული ვარ, გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ ერთიანი ევროპული არმია გვჭირდება“, - აღნიშნა ჩეხეთის პრემიერმა. მისი ცნობით, აღნიშნულ საკითხზე კონკრეტული წინადადებები შესაძლოა, ევროპული საბჭოს უახლოეს შეხვედრებზე გაჟღერდეს.