პაატა ბურჭულაძე - სუს-ი ჩვენი პარტიის წევრებს აიძულებს, ტელეკამერების წინ დატოვონ პარტიის რიგები

პაატა ბურჭულაძე - სუს-ი ჩვენი პარტიის წევრებს აიძულებს, ტელეკამერების წინ დატოვონ პარტიის რიგები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აძლიერებს ზეწოლას პარტიის წევრებზე და აიძულებს მათ ტელეკამერების წინ დატოვონ პარტიის რიგები, - ამის შესახებ მოძრაობა „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მისივე თქმით, იგი მადლიერია სუს-ის, რადგან მათი მუშაობის შედეგად ორგანიზაციას ტოვებენ სუსტი ადამიანები და რჩებიან მხოლოდ ძლიერები.
”ეს ის ძლიერი ძალაა, რომელიც აშინებს ხელისუფლებას და რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში”, - განაცხადა ბურჭულაძემ. 

როგორც ბურჭულაძემ აღნიშნა, ახალი პლატფორმა ახალი ძალებით განაგრძობს ბრძოლას არჩევნებში და საბოლოო მზადებას იწყებს. 
მისივე თქმით, მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი საქართველოს მალე მაჟორიტარობის ყველა კანდიდატს გააცნობს.