ტერაქტის საქმეზე დაკავებული ბექა ბექაურის დეიდის მტკიცებით, მისი დისშვილი სასტიკად ნაცემი საავადმყოფოშია გადაყვანილი

ტერაქტის საქმეზე დაკავებული ბექა ბექაურის დეიდის მტკიცებით, მისი დისშვილი სასტიკად ნაცემი საავადმყოფოშია გადაყვანილი

ტერაქტის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირის, ბექა ბექაურის დეიდის განცხადებით, მისი დისშვილი სასტიკადაა ნაცემი და საავადმყოფოშია გადაყვანილი. 
როგორც მან სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, ბექაურის ცემა დაკავებისას ან აღიარებითი ჩვენების მიღებისას მოხდა.
ბექაურის დეიდა არ ფლობს ინფორმაციას თუ რა ჩვენება მისცა მისმა დისშვილმა გამოძიებას და აღიარა თუ არა დანაშაული, თუმცა ვარაუდობს, რომ მან ყველაფერი თავის თავზე აიღო და ეს სწორედ „ცემის შედეგად მოხდა“.
„თუ დამნაშავეა, თუნდაც სიკვდილით დასაჯონ, მაგრამ მანამდე ცემა რა საჭირო იყო? როგორც ექიმმა ამიხსნა, თავის არეში აქვს ძვალი გატეხილი და გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული ზიანი“, - განაცხადა ბექაურის დეიდამ და დისშვილის უკრაინასთან კავშირი კატეგორიულად გამორიცხა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ტერაქტის საქმეზე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებული პროცესი უნდა დაიწყოს.