"ბურჭულაძემ პოლიტიკური თვითჩაძირვის მაგალითი მოგვცა"

არია აირია. "განაცებული" ბურჭულაძის რეიტინგი ამ პოლიტიკური მანევრით მხოლოდ ნულს გაუტოლდება" 
 

ამის შესახებ კვირის პალიტრა წერს. 

პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბიზნესმენი ირაკლი გურჩიანი "კვირის პალიტრასთან" ბურჭულაძის პარტიიდან წამოსვლის მიზეზებზე საუბრობს. 

მისი განმარტებით, როგორც კი დარწმუნდა, რომ პარტია ოდესიდან იმართებოდა, მისი რიგები მაშინვე დატოვა. 

"პარტიის ოდესიდან მართვის შესახებ ეჭვი მას შემდეგ გამიჩნდა, რაც რეგიონებში ოფისების გახსნა დავიწყეთ - ყველგან მხოლოდ ყოფილი "ნაციონალები" მოდიოდნენ. ისეთ ადამიანებზეა საუბარი, რომლებიც მეუბნებოდნენ იმ უბედური 9 წლის განმავლობაში, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ვიყავით და 2014 წლამდე შტაბში ან გამგეობაში ვმუშაობდითო, რა თქმა უნდა, "ნაციონალური მოძრაობის" კვოტით. გასაუბრებებს ხათუნა ლაგაზიძეც ესწრებოდა, თითქოს ჩემთან ერთად ისიც იწუნებდა ყოფილ "ნაციონალებს", თუმცა პარტიაში თანამდებობებზე მაინც ინიშნებოდნენ", - იხსენებს გურჩიანი და დასძენს, რომ ბურჭულაძის გუნდში გაერთიანებული სხვა პოლიტიკური ძალებიც მიხეილ სააკაშვილთან მჭიდროდ არიან დაკავშირებული.