შვეიცარიაში თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაშავდა

შვეიცარიაში თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაშავდა

შვეიცარიაში თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაშავდა. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, შემთხვევა თავშესაფრის მაძიებელთა ცენტრში მოხდა, სადაც დანით შეიარაღებული მამაკაცი მიგრანტებს დაესხა თავს.
მედიის ცნობით, გარდაცვლილი და დაზარალებული ირანელი მიგრანტები არიან.
ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ბოროტმოქმედი დააკავეს. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.