თამარ ჟვანია - საუბნო-საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით გავრცელებული მოსაზრებები ამ ეტაპზე არ არის დადასტურებული

თამარ ჟვანია - საუბნო-საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით გავრცელებული მოსაზრებები ამ ეტაპზე არ არის დადასტურებული

ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, საუბნო-საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით გავრცელებული მოსაზრებები ამ ეტაპზე არ არის დადასტურებული.

როგორც თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებს თემაზე კომენტირებისას განუცხადა, პროცესი არის გამჭვირვალე და არჩეულ პირთა შესახებ შედეგები ასევე გამჭვირვალე იქნება. 

„ცესკო-მ საუბნო-საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით განცხადება უკვე გაავრცელა. პროცესი კანონის ფარგლებში მშვიდად მიმდინარეობს. დღესაც მიმდინარეობს არჩევნები რამდენიმე ოლქში. მნიშვნელოვანია, რომ პროცესი გამჭვირვალეა და ყველას შეუძლია მასში მონაწილეობის მიღება, ვისაც უფლებამოსილება გააჩნია. ჩვენი ინფორმაციით, ოლქებში, სადაც პროცესი დასრულდა, არჩეული არიან გამოცდილი ადამიანები, მათ, ვისაც წინა რამდენიმე არჩევნები საკმაოდ მაღალ დონეზე აქვს ჩატარებული. ასევე არჩეულნი არიან საარჩევნო განვითარების სკოლის კურსდამთავრებულები, ახალგაზრდები, შესაბამისად, ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ პროცესის გამჭვირვალობას და როგორც კი პროცესი დასრულდება, საარჩევნო ადმინისტრაცია გაასაჯაროებს ყველა იმ შედეგს, რომელიც საუბნო-საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების შედეგად დადგა“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის მიმდინარეობის ხარვეზებზე საუბრობს. არასამთავრობოები საუბნო-საარჩევნო კომისიების ასარჩევი წევრების წინასწარი სიების შესაძლო არსებობის შესახებ მიუთითებენ.