სუს-ის მიერ ჩატარებულო ოპერაციის შესახებ უკრაინაში, სოციალურ ქსელში წერენ

სუს-ის მიერ ჩატარებულო ოპერაციის შესახებ უკრაინაში, სოციალურ ქსელში წერენ

სუს-ის მიერ ჩატარებულო ოპერაციის შესახებ უკრაინაში, სოციალურ ქსელში წერენ. 
შეგახსენებთ, დღეს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 2016 წლის 20 აგვისტოს, რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად, ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისათვის და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარებისა და ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს 5 მოქალაქე: ბექა ბ, ვლადიმერ რ. მინდია ვ. ჯაბა მ. და ნური ჭ. დააკავა.

უკრაინაში მებრძოლი და ლეგიონის წევრი, ვიცე პოლკოვნიკი, აფხაზეთისა და ცხინვალის ომის მონაწილე, ვანო ნადირაძე ამასთან დაკავშირებით "ტვიტერზე" წერს. 

"საქართველოში დაიჭირეს ის ადამიანები, რომლებიც უკრაინაში გვედგნენ გვერდით - ირაკლი ბაგიშვილი და ზებო".