ირანის თავდაცვის მინისტრმა რუსეთი სამხედრო ინფორმაციის გასაჯაროებისთვის გააკრიტიკა

ირანის თავდაცვის მინისტრმა რუსეთი სამხედრო ინფორმაციის გასაჯაროებისთვის გააკრიტიკა

ირანის თავდაცვის მინისტრმა ჰოსეინ დეჰგანმა მოსკოვი იმ ინფორმაციის გასაჯაროებისთვის გააკრიტიკა, რომლის მიხედვით, რუსული ავიაცია იერიშებისთვის ირანულ ავიაბაზა „ჰამადანს“ იყენებს.
როგორც „ბიბისი“ იტყობინება, მინისტრმა განაცხადა, რომ მოსკოვმა აღნიშნული ინფორმაცია თეირანთან შეუთანხმებლად გაავრცელა.
„რუსეთს იმის დემონსტრირება სურთ, რომ ზესახელმწიფო და გავლენიანი ქვეყანა არის“, - განაცხადა ჰოსეინ დეგჰანმა. 
მისივე ცნობით, ამჟამად ირანში არც ერთი უცხო ქვეყნის სამხედრო კონტინგენტი განლაგებული არ არის, რადგან ეს ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
16 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ირანში მდებარე „ჰამადანის“ ბაზაზე რუსული თვითმფრინავები განალაგა. მოსკოვის ცნობით, საუბარია იმ ავიაციაზე, რომელიც სირიაში ტერორისტული დაჯგუფებების პოზიციებს ბომბავენ.