ალეკო ელისაშვილი - სრული სისულელეა ის, რაც თქვა ნარმანიამ გაუგებარ მორატორიუმთან დაკავშირებით

ალეკო ელისაშვილი - სრული სისულელეა ის, რაც თქვა ნარმანიამ გაუგებარ მორატორიუმთან დაკავშირებით

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი „პარტიზანული მებაღეობის“ წევრს ნატა ფერაძეს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს, რათა 25 აგვისტოს საკრებულოში თბილისის მერის რიგგარეშე ანგარიშს დაესწროს. ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა დღეს თბილისის საკრებულოში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. ბრიფინგს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციების წევრებთან ერთად ფრაქცია „რესპუბლიკელების“, ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატების“ წევრები ესწრებოდნენ.

მათ ერთობლივად ხელი მოაწერეს განცხადებას, რითაც თბილისის მერს საკრებულოში 25 აგვისტოს რიგგარეშე ანგარიშით იწვევენ. ერთობლივ განცხადებას 13 ოპოზიციონერი დეპუტატი აწერს ხელს.

„სრული სისულელეა ის, რაც თქვა ნარმანიამ გაუგებარ მორატორიუმთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, თვითონვე იმ განცხადების თავი და ბოლო ვერ გაიგო და მის შინაარსს ვერ მიხვდა. ამდენად, ვალდებულია ქალაქის არჩეული მერი მოვიდეს ხუთშაბათს საკრებულოში. ჩვენ გვაქვს საკმარისი ხელმოწერები, ასევე ვთხოვდი „პარტიზანული მებაღეობის“ წარმომადგენელს, ნატა ფერაძეს რომ შეწყვიტოს შიმშილობა, ვინაიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ვთხოვდი, შეწყვიტოს შიმშილობა და ხუთშაბათს დაესწროს ნარმანიას ანგარიშის მოსმენას“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრის ფაქტს ნატა ფერაძე აპროტესტებს. ფერაძე თბილისის მერიის შენობის წინ მეექვსე დღეა შიმშილობს.