წყალსადენის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული  სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

წყალსადენის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგებელი დიმიტრი ორმოცაძე, მაჟორიტარ დეპუტატ ბორია ფირცხელიანთან ერთად ავჭალაში, წყალსადენის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა.

სამუშაოების ფარგლებში, წყალსადენის ქუჩაზე 2800 კვ.მ ფართობზე გზის საფარი იგება და 1200 მ. სიგრძეზე ბორდიურები ეწყობა. სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება. მისი ღირებულება 165 000 ლარია.

გარდა ამისა, დაგეგმილია წყალსადენის ქუჩაზე მდებარე ყოფილი სასტუმრო ,,ბახტრიონის’’ შენობაში შიდა წყალ-კანალიზაციის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებაც. კორპუსში ამჟამად დევნილები ცხოვრობენ. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, განსახორციელებელი სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობა, დაახლოებით, 47 000 ლარს გამოყოფს.

წყალსადენის ქუჩაზე, გასულ წელს, თანამედროვე ტიპის ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანიც მოეწყო. მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ კი დაგეგმილია ობიექტზე გარე განათების 14 ბოძის დამონტაჟებაც.