ჟან-კლოდ იუნკერი - თურქები უვიზო მიმოსვლას მხოლოდ ყველა კრიტერიუმის შესრულების შემდეგ მიიღებენ

ჟან-კლოდ იუნკერი - თურქები უვიზო მიმოსვლას მხოლოდ ყველა კრიტერიუმის შესრულების შემდეგ მიიღებენ

ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, თურქები ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას მხოლოდ მაშინ მიიღებენ, როცა ანკარა ყველა კრიტერიუმს შეასრულებს, მათ შორის ანტიტერორისტულ კანონმდებლობას შეცვლის. 
როგორც euroline.ge წერს, ამ ეტაპზე თურქეთს არსებული 72-დან მხოლოდ 67 კრიტერიუმი აქვს შესრულებული.
“უვიზო მიმოსვლის საკითხი, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული საემიგრაციო შეთანხმებასთან, შესაძლებელია გადაიჭრას პირველი ოქტომბრისათვის, თუ ყველა პირობა შესრულდება”, - განაცხადა იუნკერმა.
მისივე თქმით, ანტიტერორისტული კანონები არ შეიძლება ინტელექტუალების, მეცნიერებისა და ჟურნალისტების დასაჭერად იყოს გამოყენებული.