თურქეთში მომხდარ ტერაქტში ბრალდებული 12-დან 14 წლამდე ასაკის მოზარდია

თურქეთში მომხდარ ტერაქტში ბრალდებული 12-დან 14 წლამდე ასაკის მოზარდია

თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმაში ბრალდებული 12-დან 14 წლამდე მოზარდია. „ბი-ბი-სი“-ს ინფორმაციით, აღნიშნულ ცნობას ქვეყნის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ავრცელებს. 
ქვეყნის პირველი პირის განმარტებით, აფეთქების უკან ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოა“, რომლის სამიზნე ქურთი წყვილის ქორწილი გახდა.

გაზიანთეფი სირიას ემეზობლება. გავრცელებული ცნობით, მას დაეშის მებრძოლები საკუთარ დასაყრდენად იყენებენ. 
ტერაქტის შედეგად 51 ადამიანი დაიღუპა. 100-მდე ადამიანი დაშავდა, მათგან 17 ამ დროისთვის მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. გამოცემის თანახმად, თვითმკვლელს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ჰქონდა კავშირი და 2 სამართალდამცველის მკვლელობა ედებოდა ბრალად.