გიორგი კვირიკაშვილი:  გოდერძი ბუკია რჩება

გიორგი კვირიკაშვილი: გოდერძი ბუკია რჩება "ქართული ოცნების" მხარდამჭერად

"ძალიან მაღალი სტანდარტის კიდევ ერთი დადასტურება", - ასე შეაფასა პრემიერმა გოდერძი ბუკიას, ხობის რიონის მაჟორიტარი დეპუტატობიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნისა და ბიზნესში წასვლის გადაწყვეტილება.

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, გოდერძი ბუკიას ძალიან საინტერესო გეგმები აქვს რამდენიმე საინვესტიციო პროექტის მიმართულებით, რომელთაგან რამდენიმე საპარტნიორო ფონდში განიხილება.

"ამას რომ არ მოჰყვეს საუბარი, თითქოს უმრავლესობის დეპუტატი საპარტნიორო ფონდის რესურსებს იყენებს, გოდერძი ბუკიამ თავად მიიღო გადაწყვეტილება, თავი შეიკავოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრობისგან. ბატონი გოდერძი რჩება "ქართული ოცნების" აქტიურ მხარდამჭერად და ჩვენი გუნდის წევრად. რა თქმა უნდა, ის საინტერესო პროექტები, რომლებიც მას გააჩნია, მათ შორის ხობის რაიონშიც, მთავრობის მხრიდან მხარდაჭერილი იქნება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ხობის საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა გოდერძი ბუკიამ კანდიდატურა მოხსნა და ამის მიზეზად რამდენიმე მსხვილ საინვესტიციო პროექტში მონაწილეობა დაასახელა.