"ქართულმა ოცნებამ" ხობში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ირაკლი ბერაია წარადგინა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხობში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ირაკლი ბერაია წარადგინა.

მმართველ გუნდს, ნდობისთვის მადლობა გადაუხადა ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა. ირაკლი ბერაიამ აღნიშნა, რომ ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და ნდობის გასამართლებლად ძალისხმევას არ დაიშურებს.

"ჩემი მთავარი მიზანია კომუნიკაცია თითოეულ ხობელთან, თითოეულ ოჯახთან, რათა ჩვენს გუნდთან ერთად, მივიტანოთ მათი პრობლემები პარლამეტში“,-განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ირაკლი ბერაია "ბანკ ქართუში" ერთ-ერთ მნიშვნელოვან თანამდებობას იკავებს.

ბერაია წარმოშობით ხობელია, ის 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდში "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერი იყო.

შეგახსენებთ, რომ ხობის საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა გოდერძი ბუკიამ კანდიდატურა მოხსნა და ამის მიზეზად რამდენიმე მსხვილ საინვესტიციო პროექტში მონაწილეობა დაასახელა.