"ჩემი სახელის გამოყენებით თედო და მანანა კობახიძეების დისკრედიტაცია ხორციელდება"

თბილისის საკრებულოს ყოფილი თანამშრომელი დავით ბუთხუზი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს თედო და მანანა კობახიძეების დისკრედიტაციაში ადანაშაულებს.

ბუთხუზი მზადაა, "საზოგადოებრივი მაუწყებელთან" ითანამშრომლოს, რათა მისი თქმით, "ბატონ და ქალბატონ კობახიძეებს არ შეელახოთ საქმიანი რეპუტაცია".

"რუსთავი 2"-ის გადაცემა P.S.-ის (20.08 - 21.08) ანონსთან დაკავშირებით!

ბოლო ორი დღის განმავლობაში სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ზე ტრიალებს გადაცემა P.S.-ის „პრომო“, სადაც ჩემი სახელის გამოყენებით ხორციელდება თედო და მანანა კობახიძეების დისკრედიტაცია.

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, გამოვთქვამ მზადყოფნას ვითანამშრომლო "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" პირველი არხი, რომელიც დღეის მდგომარეობით არის ნეიტრალური მედია საშუალება რათა საზოგადოება არ იქნეს შეყვანილი შეცდომაში და ბატონ და ქალბატონ კობახიძეებს არ შეელახოთ საქმიანი რეპუტაცია!", - წერს ბუთხუზი.