ბრიტანეთის სანაპირო დაცვამ გემზე თითქმის ერთი ტონა კოკაინი აღმოაჩინა

ბრიტანეთის სანაპირო დაცვამ გემზე თითქმის ერთი ტონა კოკაინი აღმოაჩინა

ბრიტანეთის სანაპირო დაცვამ გაერთიანებული სამეფოს სანაპირო ზოლთან ახლოს თევზმჭერი გემი გააჩერა, რომლის ბორტზე თითქმის ერთი ტონა კოკაინი აღმოაჩინა. 
„ბი-ბი-სი“-ს ინფორმაციით, ნარკოტიკების მიახლოებითი ღირებულება შავ ბაზარზე 100 მილიონ დოლარს შეადგენს. სანაპირო დაცვის წარმომადგენლის განმარტებით, გემი ბრიტანეთისკენ მიემართებოდა. ეკიპაჟის სამივე წევრი ამ დროისთვის დაკავებულია. 
„ეს ნარკოტიკების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარტიაა, რომლის კონფისკაციაც გაერთიანებულ სამეფოში მოხდა“, - განაცხადა სანაპირო დაცვის წარმომადგენელმა მაიკ სტეპნიმ.