უამრავი სპეკულაციის მიუხედავად, რომელსაც ვისმენთ, დარწმუნებულნი ვართ, რომ მაჟორიტარების გუნდი სწორად დავაკომპლექტეთ, - ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.
კვირიკაშვილის შეფასებით, წარმოდგენილი გუნდი შეძლებს, ძალიან კვალიფიციურად გაართვას თავი ადგილობრივი მცხოვრებლების ინტერესების დაცვას საქართველოს პარლამენტში.
”მათ გააჩნიათ ამის გამოცდილება. ეს არის გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია პროფესიონალიზმის ნიშნით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია",- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.