რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალ ჭიდაობაში ქართველმა სპორტსმენმა გენო პეტრიაშვილმა (125) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა გადამწყვეტ შეხვედრაში ამერიკელი ტერველ დლაგნევი 10:0 დაამარცხა. რეპეშაჟის პირველ მატჩში პეტრიაშვილის მეტოქე კანადელი კორეი ჯარვისი იყო, რომლის დამარცხებაც ქართველმა ფალავანმა ანგარიშით 9:2 შეძლო. ქართველმა ფალავანმა მერვედფინალში უკრაინელ ალენ ზასეევს დაძაბულ ბრძოლაში 11:6 მოუგო, მანამდე კი სასტარტო შეხვედრაში ბულგარელ დიმიტარ კუმჩევს ანგარიშით 10:0 სძლია. მეოთხედფინალში გენო პეტრიაშვილმა ირანელ ნემათ ჩასემისთან წააგო (4:4), ეს უკანასკნელი კი ფინალში გავიდა.
დღესვე სასტარტო შეხვედრა დათმო და ბრძოლას გამოეთიშა სანდრო ამინაშვილი (86).
პეტრიაშვილის მედლის შემდეგ საქართველოს მთლიანობაში 7 მედალი აქვს. ქართულ დელეგაციას ოქროს მედლები ლაშა ტალახაძემ (ძალოსნობა) და ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა), ვერცხლის ვარლამ ლიპარტელიანმა (ძიუდო), ბრინჯაოსი კი ლაშა შავდათუაშვილმა (ძიუდო), ირაკლი თურმანიძემ (ძალოსნობა), შმაგი ბოლქვაძემ (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) და გენო პეტრიაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა).