სამტრედიაში პოლიციის შენობასთან მიმდინარე აქციაზე მცირე დაპირისპირება მოხდა

სამტრედიაში პოლიციის შენობასთან მიმდინარე აქციაზე მცირე დაპირისპირება მოხდა

სამტრედიაში, პოლიციის შენობასთან მიმდინარე აქციაზე პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები სამტრედიაში, სოფელ დაფნარში 22წლის დემურ სტურუას გარდაცვალების ფაქტს აპროტესტებენ,რომელმაც გარდაცვალებამდე წერილი დატოვა,სადაც პოლიციის მხრიდან ზეწოლის ფაქტზე მიუთითა. 

აქციაზე პოლიტიკოსების გამოჩენამ აქციის მონაწილეების გაღიზიანება გამოიწვია.
როგორც აქციის მონაწილეების აცხადებდნენ, სწორედ „გირჩის“ წარმომადგენლების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჩამოყალიბდა მსგავსი სისტემა, როცა პოლიციელები მოსახლეობას უსაფძვლოდ სჯიდნენ და მათზე ზეწოლას ახორციელებდნენ. 

აქციის მონაწილეებმა „გირჩის“ წევრებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. 
მცირე სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, მათ ტერიტორია დატოვეს. 


დღესვე, მთავრობის ადმინისტრაციასთან „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები დემურ სტურუას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დროულ გამოძიებას მოითხოვენ და პრემიერ-მინისტრს განცხადებით მიმართავენ.