"ქართული ოცნება - დემოკრატრიული საქართველოს" გენმდივნის, კახა კალაძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებში პარტიის გამარჯვება, არამხოლოდ მხარდამჭერების, არამედ ქვეყნის გამარჯვება იქნება.
დმანისში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას, კალძემ აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" ღირსეულად გაივლის იმ გზას, რომელიც მან 2012 წელს აირჩია.
"თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც პირველივე დღიდან, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვილის გადაწყვეტილება მიიღო, იცავდით "ქართული ოცნების", ჩვენი ხალხისა და ქვეყნის ინტერესებს და დღესაც ქვეყნის სადარაჯოზე დგახართ.
თითეულ თქვენგანს გიხდით მადლობას, მადლობა პარტიის თავჯდომარეს, თითოეულ წევრს, თითოეულ ჯარისკაცს, ვინც მზადაა ემსახუროს ქვეყანას, სამშობლოსა და ხალხს. დარწმუნებული ვარ იმ გზას, რომელიც ჩვენ 2012 წელს, თქვენთან და ჩვენი მოსახლეობასთანე ერთად დავიწყეთ, ღირსეულად გავივლით.
იყო სირთულეები ამ 4 წლის განმავლოვბაში, თუმცა ჩვენ სიამაყით გადავლახეთ ბარიერები. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ღირსეულად გავართმევთ თავს ამ საპასუხისმგებლო საქმიანობას, ისევ და ისევ ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ.
უამრავი პროექტი და პროოგრამა იქნა განხორციელებული, თუმცა პრობლემები ჯერ კიდევ რჩება ქვეყანაში და ჩვენ ერთად დგომით და ერთსულოვნებით აუცილებლად მოვაგვარებთ. პარტია "ქართული ოცნება" გახლავთ საქართველოში ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, რომ ეს პრობლემები იქნას ეტაპობრივად მოგვარებული, რა თქმა უნდა, თქვენთან ერთად.
დარწმუნებული ვარ, ჩვენი გამარჯვება იქნება არამხოლოდ პარტია "ქართული ოცნების" მხარდამჭერების გამარჯვება, ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება, რადგან "ქართული ოცნების" გამარჯვება პირდაპირ კავშირიშია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობასთან",- აღნიშნა კალაძემ.